შკრინიარმა პსჟ-ს შეთავაზება უარყო

 შკრინიარმა პსჟ-ს შეთავაზება უარყო
სმარტუნიონი

პსჟ-მ მილანის ინტერის მცველი მილან შკრინიარი ვერ შეიძინა. იუწყება BUT.

27 წლის მცველის კონტრაქტი “ინტერთან” 2023 წლამდეა გათვლილი და პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო დიდი ხანია აკვირდებაბა მილანური კლუბის ფეხბურთელს.

პარიზული კლუბი ამჟამად ეძებს მცველს კიმპემბეს და სერხიო რამოსის ნაცვლად, რომლებიც სავარაუდოდ კლუბს ამ ზაფხულს დატოვებენ.

პსჟ მზად იყო სლოვაკ მცველისთვის წელიწადში 7 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ შკრინიარმა უარყო მათი შეთავაზება, რაც აღემატება მილანის ამჟამინდელ ხელფასს.

მე ბედნიერი ვარ ინტერში

მილან შკრინიარი

ბოლოს დამატებული პოსტები