სიმონე ინძაგის ერა ინტერში დასრულდა

 სიმონე ინძაგის ერა ინტერში დასრულდა
სმარტუნიონი

სიმონე ინძაგის ერა ინტერში დასრულდა.

ინძაგიმ „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ის ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრება, სადაც სამ წელიწადში 75 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ცოტა ხნით ადრე, იტალიელმა ჟურნალისტებმა გიჟური სიახლე გაავრცელეს. “ინძაგი მზადაა დატოვოს „ინტერი“ საუდის არაბეთიდან მიღებული გულუხვი შეთავაზების გამო.” 49 წლის სპეციალისტი ყველანაირად გაურბოდა ამ თემაზე კითხვებს მიუნხენში სასტარტო სასტვენამდე, ხოლო მარცხის შემდეგ ჭორები დადასტურდა – სიმონე სამშობლოს ტოვებს და „ალ-ჰილალის“ ხელმძღვანელობისთვის ემზადება.

კლუბისა და სიმონე ინძაგის გზები შორდება. ეს გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმებით მიიღეს. ინძაგის ეპოქა „ინტერში“ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, მენეჯერებსა და პერსონალს დიდი ვნებით, პროფესიონალიზმითა და თავდადებით დაამახსოვრდებათ.

როგორც ჩანს, იტალიელი ახალი კლუბის სათავეში პირველ მატჩს 18 ივნისს, აშშ-ში გასამართ კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე, რეალ მადრიდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სიმონემ „ინტერში“ შესანიშნავი სამუშაო გაწია და ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ გუნდი გამოაცოცხლა. ოთხ წელიწადში მან სკუდეტოს, იტალიის ორი თასის და სამი სუპერთასის მოგება მოახერხა. შეიძლებოდა მეტიც ყოფილიყო: 2021/22 წლების სეზონში მათ პირველი ადგილი „მილანთან“ წააგეს, ძირითადად სათადარიგო მეკარე იონუტ რადუს შეცდომის გამო ბოლონიასთან. გასულ თვეში კი თასი კონტეს „ნაპოლისთან“ წააგეს, მხოლოდ ერთი ქულის ჩამორჩენით.

ინძაგის ხელმძღვანელობით, შავ-ლურჯებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ორჯერ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ბოლოს დამატებული პოსტები