პეტარ სუჩიჩი ინტერის ფეხბურთელია

 პეტარ სუჩიჩი ინტერის ფეხბურთელია
სმარტუნიონი

პეტარ სუჩიჩი ინტერის ფეხბურთელია.

ინტერმა“ „დინამო ზაგრების“ ნახევარმცველ პეტარ სუჩიჩთან კონტრაქტი გააფორმა, იტყობინება „ნერაძურის“ პრესსამსახური.

21 წლის ხორვატთან ხელშეკრულება 2030 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. პორტალმა Transfermarkt-მა გარიგება 14 მილიონ ევროდ, პლუს ბონუსები შეაფასა, რაც, ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს თქმით, დამატებით 2.5 მილიონ ევროს შეადგენს.

2024/25 წლების სეზონში სუჩიჩმა 32 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბოლოს დამატებული პოსტები