კრისტიან კივუ ინტერის ახალი მთავარი მწვრთნელია

 კრისტიან კივუ ინტერის ახალი მთავარი მწვრთნელია
სმარტუნიონი

კრისტიან კივუ ინტერის ახალი მთავარი მწვრთნელია.

„ინტერმა“ მთავარ მწვრთნელად კრისტიან ჩივუს დანიშვნის შესახებ განაცხადა.

44 წლის რუმინელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

„კრისტიან კივუ თავისი ისტორიის მესამე თავს „ნერაძურისთან“ ერთად იწყებს. ამას აკეთებს იმ ღირებულებებით, რომლებიც ყოველთვის ხელმძღვანელობდა მას: ერთგულება, თავგანწირვა და დაუღალავი შრომის ეთიკა“, – ნათქვამია მილანური კლუბის განცხადებაში.

კივუ „პარმაში“ 2025 წლის თებერვლიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სერია A-ში 13 მატჩი ჩაატარა, 3 მოიგო, 7-ჯერ ფრედ ითამაშა და 3 წააგო. სპეციალისტი ასევე 2018 წლიდან 2024 წლამდე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის „ინტერის“ გუნდებს წვრთნიდა.

2007 წლიდან 2014 წლამდე კივუ „ინტერში“ ფეხბურთელის რანგში თამაშობდა. მან გუნდში 169 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ინტერთან“ ერთად რუმინელი სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო იტალიის თასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.

ბოლოს დამატებული პოსტები