დიმარკო მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლაზე უარს თქვა


დიმარკო მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლაზე უარს თქვა.
ინტერის მცველი ფედერიკო დიმარკო არ დათანხმდა კარიერის ინგლისის პრემიერ ლიგაში გაგრძელებას. Tuttosport-ის ცნობით, იტალიელი ფეხბურთელის მომსახურებით მანჩესტერ იუნაიტედი იყო დაინტერესებული, თუმცა არც თავად ფეხბურთელი და არც ინტერი არ აპირებს ინგლისელებთან მოლაპარაკებას.
ამგვარად, მანჩესტერ იუნაიტედი იძულებული იქნება სხვა ფეხბურთელთან მოლაპარაკებაზე გადაერთოს, მაგრამ ფედერიკო მათ სიაში პირველი იყო.
აღსანიშნავია, რომ არსენალს იტალიელის შეძენა ზაფხულში სურდა, მაგრამ მათაც უარი მიიღეს. 27 წლის დიმარკო “ინტერის” აღზრდილია, რომლის შემადგენლობაშიც მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.