ინტერი შკრინიარს კონტრაქტის გაგრძელებას გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს

 ინტერი შკრინიარს კონტრაქტის გაგრძელებას გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს
სმარტუნიონი

მილანის ინტერის ხელმძღვანელობა აგრძელებს მუშაობას მილან შკრინიართან მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

ამ დროისთვის ნერაძურისა და 27 წლის ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. თუ სლოვაკი ზაფხულში ახალ კონტრაქტზე უარს იტყვის, ინტერს მისი გაყიდვა მოუწევს. კლუბის მთავარი მწვრთნელი ინძაგი ამ შესაძლებლობას სრულიად გამორიცხავს.

ინტერმა მცველს ახალი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე შესთავაზა. ახალი კონტრაქტით ხელფასი სეზონზე 5 მილიონი ევრო იქნება, პრემიების გარეშე.

აქამდე შკრინიარის აგენტმა პრემიერ ლიგიდან რამდენიმე შემოთავაზება მიიღო.

ინტერის აღმასრულებელი დირექტორი ბეპე მაროტა და სპორტული დირექტორი პიერო აუსილიო უახლოეს კვირებში კვლავ შეხვდებიან შკრინიარს, წყაროს ცნობით, პარტნიორობის გახანგრძლივების განზრახვით. ამბობენ, რომ თავად ფეხბურთელი კმაყოფილია ინტერში და სურს აქ დიდი ხნით დარჩენა.

ბოლოს დამატებული პოსტები