ინტერში დიდი ცვლილებები იგეგმება
ინტერში დიდი ცვლილებები იგეგმება.
გუნდის მენეჯმენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი მომავლის მიმართ.
იტალიური ფეხბურთი ჩაძირულია კრიზისში: იდეოლოგიურად და ფინანსურად. ყოველი კლუბი კი პრობლემების საკუთარ ჭაობშია ჩაფლული. იუვენტუსი 15 ქულა დააკლეს ფულისა და კონტრაქტის გაყალბების გამო. მილანმა სკუდეტოს შემდეგ პროგრესი შეწყვიტა.
ინტერი ვალების გამო წლებია წელში ვერ გაიმართა. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს სტივენ ჟანგის პირადი პრობლემები. ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში დიდ გავლენას მოახდენს კლუბის განვითარებაზე. რაც უბრალოდ აუცილებელია, თუ ინტერს სურს გააგრძელოს ტიტულების მოგება.
ამ დროისთვის, ინტერის მთლიანი დავალიანება 275 მილიონი ევროა. კლუბმა იანვარში 468 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა ვალის ნაწილობრივ დასაფარად, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც არ არის საკმარისი კრიზისიდან გამოსასვლელად. გარდა ამისა, ეს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ჟანგის გეგმებს, რომელმაც მაშინვე განაცხადა ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ: “ჩვენ არ ვაპირებთ ობლიგაციების გამოშვებას, ჩვენ გვირჩევნია ვიპოვოთ გამოსავალი ჩვენივე და კლუბისთვის უფრო უსაფრთხო გზით”.
ჟანგმა ვერ შეასრულა დაპირება !!
მეორე მხრივ, თავად ჟანგიც იტანჯება და ეს მართლაც გლობალური პრობლემაა ინტერისთვის. მას ამჟამად China Construction Bank Asia-ს 300 მილიონი დოლარის ვალი აქვს: 255 (სუფთა ვალი) + 45 (ვალი, ანუ მოსარჩელეების გარანტიის ვალი).
თუ ვსაუბრობთ ჟანგის დავების მიმდინარეობაზე ჩინურ ბანკთან, მაშინ ის ასეთია:
• კრედიტორმა კომპანიამ სარჩელი ჯერ კიდევ 2021 წლის აგვისტოში შეიტანა. ანუ ახლა ვალი, თუ დანაშაული სრულად დადასტურდა, თითქმის 2 წელია მიმდინარეობს.
• ჟანგი ცდილობდა ამ თანხის გაპროტესტებას და თქვა, რომ ეს სიცრუეა, მაგრამ მას ფული არავისთვის მიუცია. მაგრამ ჯერ კიდევ ივლისში, ჰონგ კონგის უზენაესმა სასამართლომ უარყო საჩივარი და მხარი დაუჭირა China Construction Bank Asia-ს.
• ოქტომბერში მოსარჩელემ კვლავ 300 მილიონი დოლარი მოსთხოვა ჟანგს. შემდეგ ჟანგმა თქვა, რომ აპირებდა ბოლომდე იბრძოლოს ამ სასამართლო საქმეში.
პრესაში დაიწყო საუბარი ჟანგის სამთვიან პატიმრობაზე. ასეთი შემობრუნება შესაძლებელია, თუ პროკურატურა დაადგენს, რომ ჟანგს ჰქონდა საჭირო თანხა, მაგრამ მან უარი თქვა ვალის გადახდაზე.
საქმეს ართულებს ჩინეთსა და იტალიას შორის 2015 წლის შეთანხმება. ეს არის შეთანხმება სისხლის სამართლის საქმეებში ექსტრადიციისა და ურთიერთდახმარების შესახებ. ასე რომ, თუ ჟანგს მილანის ციხეში გაგზავნიან, შესაძლოა, ის მაშინვე ჩინეთს გადასცეს. ჯერჯერობით ციხე და რეალური ვადები ჯერ კიდევ შორსაა. სასამართლოს მოუწევს დაამტკიცოს ის ფაქტი, რომ ჟანგს აქვს ეს თანხები (300 მილიონი). პირველი შეხვედრა 8 მარტს არის დაგეგმილი და მილანში გაიმართება – მანამდე ძნელი სათქმელია, დაეკისრება თუ არა მას რაიმე სასჯელი გადასახადის დაგვიანებისთვის.
აქვს თუ არა ინტერს გამოსავალი ამ სიტუაციიდან? დიახ, არის, მაგრამ ეს მხოლოდ ახალი მფლობელების მოსვლაზეა დამოკიდებული. Zhang-მა და Suning Group-მა უკვე მისცეს მანდატი საერთაშორისო იურიდიულ ფირმას Latham and Watkins-ს ახალი მფლობელების მოძიებაში. ჯერჯერობით, ეს ძიება წარმატებული არ არის. ისინი ძირითადად აშშ-ში იმართება, სადაც ინტერის ამჟამინდელ მფლობელს ბევრი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი ჰყავს.
ინტერის რესტრუქტურიზაცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი ამ ზაფხულს დაიწყება.
გუნდის დატოვებენ:
• მილან შკრინიარი. აქ ყველაფერი გასაგებია, ყოფილმა კაპიტანმა კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და პსჟ-ში წავა.
• მარსელო ბროზოვიჩი. მის მიმართ დიდი ინტერესი არ არის, ხელფასი კი კბენს ინტერის რთულ ფინანსურ მდგომარეობას. გარდა ამისა, ბროზო შორს არის მისი საუკეთესო ფორმისგან ამ სეზონში, ამიტომ არის კითხვები, წარმატებული იქნება თუ არა მისი გაყიდვა. მაგრამ ხელმძღვანელობა მას ხელშეუხებელ მოთამაშედ აღარ თვლის.
• წამსვლელთა სიას ემატება ხოაკინ კორეა (10-20 მ), რომელიც სრულიად გამოუსადეგარია და დენზელ დუმფრისს (40-50 მ), რომელის მიმართ პრემიერ ლიგის გუნდები იჩნს დიდი ინტერესს.
რესტრუქტურიზაციის მეორე ეტაპი მწვრთნელის სავარაუდო შეცვლაა.
სიმონე ინძაგის პოზიცია ძალიან რყევადია და დიდწილად დამოკიდებულია სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაზე. მაგრამ იგივე GdS წერდა, რომ ინძაგისთან თანამშრომლობა შეიძლება დასრულდეს, თუ ხელმძღვანელობას ექნება შესაბამისი ჩანაცვლების ვარიანტი. ერთი თვის წინ ესპანური წყაროები მადრიდის ატლეტიკოდან დიეგო სიმეონეს წასვლაზე საუბრობდნენ – მან არაერთხელ უთქვამს, რომ ინტერში დაბრუნებაზე ოცნებობს. მაგრამ სიმეონემ უარყო ეს ჭორები და თქვა, რომ სურს კლუბთან კონტრაქტი ბოლომდე იმუშაოს.
კიდევ ერთი ვარიანტია რობერტო დე ზერბი. მეთ ლოუ The Telegraph-იდან დაწერა, რომ დე ზერბიმ მიიპყრო ევროპის ზოგიერთი ტოპ კლუბის ყურადღება ბრაიტონში მუშაობით. ამ რიცხვში შედის ინტერიც. დე ძერბის ტრანსფერი ზაფხულში შეიძლება განხორციელდეს.
მესამე ეტაპი არის მფლობელების სავარაუდო შეცვლა. რამდენიმე იტალიური მედია უკვე წერდა: თუ ადრე ჟანგს ინტერის შენარჩუნება სურდა, ახლა, როცა მას მეტი პრობლემა აქვს, კლუბის სრულფასოვან გაყიდვაზე ფიქრობს. ინტერის გულშემატკივრებში ოპტიმიზმი არსებობს იმისა, რომ ახალი მენეჯერების მოსვლით კლუბში ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად შეიცვლება დადებითი მიმართულებით.
***
ცვლილება ნორმალურია. ნებისმიერი კლუბი უნდა შეიცვალოს და გაუმჯობესდეს. მნიშვნელოვანია მხოლოდ ამ პროცესზე დაკვირვება და დარწმუნდეთ, რომ არაფერი გამოვა კონტროლიდან. ინტერიც იცვლება. ჩვენ გვაქვს პრობლემები, მაგრამ ჩვენ ვიგებთ თასებს და ამას კონკურენტებზე ხშირად ვაკეთებთ ბოლო დროს, რაც არ უნდა მოხდეს. იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს მომავალში დანარჩენ გუნდთან ერთად ინტერს ევროპული სტანდარტებით უმაღლეს დონეზე დავაბრუნებთ.
ბეპე მაროტა
ბეპე მაროტა გაბედული იყო თავის პროგნოზებში – მაგრამ ამ ინტერს ნამდვილად სჭირდება მონდომება და გამბედაობა სასიამოვნო ცვლილებებისთვის…