ტომას ტუხელმა ლუკაკუს ინტერში შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა

 ტომას ტუხელმა ლუკაკუს ინტერში შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა
Digiqole Ad

ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს მომავალზე ისაუბრა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი შესაძლოა ინტერში დაბრუნდეს.

ამჟამად ფეხბურთელების გაყიდვა არ შეგვიძლია. რომელუ გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია. მას სურს მეტი თამაში, ვგრძნობ, რომ ახლა ძალიან მოტივირებულია. ის არის გამარჯვებული და ყოველთვის იქნება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ტომას ტრუხელი

2021/22 სეზონში 28 წლის თავდამსხმელმა ლონდონურ კლუბში ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. მას ჩელსისთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისში ეწურება. Transfermarkt ლუკაკუს 100 მილიონ ევროდ აფასებს .