შკრინიარმა უარი თქვა ინტერთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე
შკრინიარმა უარი თქვა ინტერთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.
წყაროს ცნობით, ინტერის ცენტრალურმა მცველმა მილან შკრინიარმა საბოლოოდ უარყო კლუბის შეთავაზება ახალ კონტრაქტზე.
მხარეები შემოდგომიდან მსჯელობდნენ, მაგრამ ახალი შეთანხმების პირობებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მოქმედი კი ივნისში სრულდება. Goal-ის ცნობით, The Sun-ზე დაყრდნობით, შკრინიარმა უარი თქვა ნერაძურის საბოლოო შეთავაზებაზე, რაც სერიოზულად ზრდის ფეხბურთელის იანვარში წასვლის შანსებს. 27 წლის სლოვაკის მომსახურებით ლონდონის ჩელსი და ტოტენჰემი, ასევე პსჟ არიან დაინტერესებული.
მილან შკრინიარი ინტერში 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. კლუბშოში მან 239 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
