Cancel Preloader

შკრინიარით ჩელსია დაინტერესებული, მაგრამ პსჟ ამ რბოლაში ფავორიტად რჩება

 შკრინიარით ჩელსია დაინტერესებული, მაგრამ პსჟ ამ რბოლაში ფავორიტად რჩება
Digiqole Ad

შკრინიარით ჩელსია დაინტერესებული, მაგრამ პსჟ ამ რბოლაში ფავორიტად რჩება.

ჩელსიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ინტერესი ინტერის მცველის მილან შკრინიარის მიმართ, რომელსაც ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს უკვე აკვირდებოდა. ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, მიუხედავად ჩელსის ინტერესისა, რბოლაში ფავორიტი მაინც ფრანგული პსჟ რჩება.

შეგახსენებთ, რომ თავად ინტერიც არ კარგავს შკრინიართან ახალი კონტრაქტის გაფორმების იმედს. კლუბი აგრძელებს მოლაპარაკებას კომპრომისის პოვნის იმედით, მაგრამ ფეხბურთელს ჯერ არ მიუცია თანხმობა.

შკრინიარი შეიძლება გახდეს ინტერის ახალი კაპიტანი მომავალ სეზონში, თუ ის კლუბში დარჩენას გადაწყვეტს, რადგან სამირ ჰანდანოვიჩი სავარაუდოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს.