სკამაკა ინტერს დათანხმდა

 სკამაკა ინტერს დათანხმდა
სმარტუნიონი

Tuttosport-ის ცნობით, სკამაკამ რამდენიმე უცხოურ გუნდს უარი უთხრა და მას ინტერში თამაში სურს, რაც ნერაძურის მოლაპარაკებებში გარკვეულ უპირატესობას აძლევს.

წყაროს ინფორმაციით, ინტერმა იცის, რომ მათ კონკურენტები არ ჰყავთ. იუვენტუსმა დუშან ვლაჰოვიჩი გაიფორმა, მილანი კი დივოკ ორიჯის დამატებასთან ახლოს არის და ყველაფერი იქით მიდის, რომ 23 წლის ფორვარდი ზაფხულში ნერაძურის რიგებს შეუერთდება.

სასუოლო სკამაკას საანცვლოდ 35 მილიონს ითხოვს, მაგრამ მილანური გრანდი მის ტრანსფერში პინამონტის ჩართვას და ფასის შემცირებას გეგმავს.

ბოლოს დამატებული პოსტები