შკრინიარმა შობამდე უნდა გასცეს პასუხი ინტერს
შკრინიარმა შობამდე უნდა გასცეს პასუხი ინტერს.
ინტერის მცველმა მილან შკრინიარმა ხელმძღვანელობას ახალ კონტრაქტზე პასუხი უნდა გასცეს შობამდე, რომელიც 25 დეკემბერს აღინიშნება. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სლოვაკმა პირობა დადო, რომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ ამ თარიღამდე აცნობებს ინტერს.
შეგახსენებთ, რომ შკრინიარს მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. პსჟ-ს აქტიური ინტერესის ფონზე, მილანს ჯერ არ გადაუწყვეტია მომავალი. ინტერის ხელმძღვანელობას ძალიან უნდა, რომ მცველი გუნდში დარჩეს.
ამ ზაფხულს ნერაძურებმა სლოვაკისთვის 70 მილიონი ევრო მოითხოვეს. პსჟ-მ 10 მილიონით ნაკლები შესთავაზა, მაგრამ ინტერი მტკიცე იყო და მცველი არ გაყიდა.