შკრინიარმა პსჟ-სთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა

 შკრინიარმა პსჟ-სთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა
სმარტუნიონი

შკრინიარმა პსჟ-სთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა.

ინტერის მცველი მილან შკრინიარი პარი სენ-ჟერმენში გადავა, იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

წყაროს ინფორმაციით, 27 წლის სლოვაკი იტალიურ კლუბთან ხელშეკრულებას არ გააგრძელებს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი. ამიტომ შკრინიარი ფრანგულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. ფეხბურთელმა პსჟ-სთან წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ახლა მხარეები ცდილობენ ზამთარში შესაძლო გადასვლაზე შეთანხმდნენ, მაგრამ პსჟ არ არის მზად ფეხბურთელისთვის 10 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს, ინტერის ხელმძღვანელობა კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერისთვის ორჯერ მეტს ითხოვს.

მცველმა მიმდინარე სეზონში ნერაძურის შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. პორტალი Transfermarkt სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელს 60 მილიონ ევროდ აფასებს.

ბოლოს დამატებული პოსტები