შკრინიარი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზად იქნება
შკრინიარი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზად იქენბა.
სლოვაკი მცველი მილან შკრინიარი ინტერიდან წასვლას აპირებს, ის პსჟ-ში გადადის, გარდა ამისა, ტრავმირებულია და სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა.
იტალიური გამოცემის La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, შკრინჯარი სამშაბათს საღამოს სტადიონზე იმყოფებოდა და ინტერის წარმატების შემდეგ ფეხბურთელების გასახდელში შევიდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მიულოცა.
გამოცემა ვარაუდობს, რომ შკრინიარს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე დრო ექნება გამოჯანმრთელებისთვის. ფინალურ მატჩში ის შესაძლოა გუნდს დაეხმაროს და ამ გზით ღირსეულად დაემშვიდობოს ნერაძურის.
მიეცემა თუ არა სლოვაკს ფინალში თამაშის საშუალება ამას რათქმაუნდა გუნდის მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი გადაწყვეტს.