შკრინიარი ამ სეზონს ინტერში გაატარებს
შკრინიარი ამ სეზონს ინტერში გაატარებს.
“ინტერის” მცველი მილან შკრინიარი მიმდინარე სეზონს იტალიურ კლუბში დაასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა პსჟ-სთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
წყაროს ცნობით, კლუბებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში შკრინიარის ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ 27 წლის სლოვაკი პსჟ-ში მხოლოდ მომავალ ზაფხულს გადავა.
მცველმა მიმდინარე სეზონში ნერაძურის შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. პორტალი Transfermarkt სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელს 60 მილიონ ევროდ აფასებს.
იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის გათამაშების 20 ტურის შემდეგ ინტერი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ ნაპოლის 13 ქულით ჩამორჩება.