სერია A-ს 24 მატჩში ინტერმა ისტორიაში მეორედ მოიპოვა 20 გამარჯვება

 სერია A-ს 24 მატჩში ინტერმა ისტორიაში მეორედ მოიპოვა 20 გამარჯვება

ინტერი

Digiqole Ad

სერია A-ს 24 მატჩში ინტერმა ისტორიაში მეორედ მოიპოვა 20 გამარჯვება.

იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში ინტერმა შინ სალერნიტანა დაამარცხა (4:0).

ეს გამარჯვება “ნერაძურისთვის” მე-20 იყო სერია A-ს 24 მატჩში, ასე რომ, კლუბმა ასეთი შედეგს ისტორიაში მეორედ მიაღწია. 2006/07 წლების სეზონში ინტერმა 24 თამაშში 21 გამარჯვება მოიპოვა.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში სიმონე ინძაგის გუნდმა 20-ჯერ მოიგო, სამჯერ ფრედ დაასრულა და ერთხელ დამარცხდა. ინტერი განაგრძობს ლიდერობას მეორე ადგილზე მყოფ იუვენტუსს 10 ქულით უსწრებს.

სალერნიტანასთან მატჩში მილანის ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა სეზონში მე-20 გოლი გაიტანა და 21-ე საუკუნეში ინტერის ფორვარდების რეკორდი დაამყარა.