ლაუტარო მარტინესის ახალი რეკორდი 21_ე საუკუნეში
ლაუტარო მარტინესის ახალი რეკორდი 21_ე საუკუნეში.
ინტერის თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა სერია A-ს 25-ე ტურის მატჩში სალერნიტანას (4:0) გოლი გაუტანა.
ფორვარდისთვის გოლი მე-20 იყო იტალიის ჩემპიონატის ამ სეზონში. მარტინესი გახდა ინტერის პირველი მოთამაშე 21-ე საუკუნეში, რომელმაც სერია A-ს ზედიზედ სამ სეზონში 20 ან მეტი გოლი გაიტანა.
გასულ საუკუნეში ასეთი შედეგი აჩვენეს ჯუზეპე მეაცამ (5-ჯერ – 1930 წლიდან 1934 წლამდე) და სტეფანო ნიერსმა (4-ჯერ – 1949 წლიდან 1952 წლამდე).