სასიამოვნოა მოგება მაშინაც კი, როცა იდეალური არ ხარ
ინტერის მცველმა მილან შკრინიარმა აღიარა, რომ ინტერმა იუვენტუსთან საუკეთესო თამაში არ აჩვენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამარჯვებით კმაყოფილია.
ქულები ფასდაუდებელია, ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თამაში და მეტოქე, რომელსაც ვხვდებოდით. მე ნამდვილად ვამაყობ ჩემი გუნდით, ბოლო წუთამდე ვიბრძოდით, შედეგი თვალსაჩინოა.
მილან შკრინიარი
სერია A-ს ოცდამეთერთმეტე ტურში, ჩალანოღლუს გოლის წყალობით, ინტერმა სტუმრად იუვენტუსს მინიმალური ანგარიშით 0-1 მოუგო.
შეიძლება არ ვიყოთ ისეთი ძლიერი და მკვეთრები, როგორიც სეზონის დასაწყისში ვიყავით, მაგრამ მნიშვნელოვანია და სასიამოვნოა მოგება მაშინაც კი, როცა იდეალურ მატჩს ვერ ატარებ.
მილან შკრინიარი
