როდრიგო დე პაულის ტრანსფერით ინტერი ინტერესდება
ნერაძური უდინეზეს ყოფილი ფეხბურთელის შეძენას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა, მაგრამ მაშინ არგენტინელმა ნახევარმცველმა სერია ა-ს დატოვება და ატლეტიკოში გადაბარგება ამჯობინა.
27 წლის ფეხბურთელმა ესპანური გუნდის რიგებში ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა და მას ხშირად სათადარიგოთა სკამზე ყოფნა უწევს, რის გამოც ის უკმაყოფილოა და გამოცემა AS-ს ინფორმაციით, სეზონის ბოლოს გუნდის გამოცვლას სერიოზულად განიხილავს.
თუ დე პაული ატლეტიკოს დატოვებს, ინტერი მისი გაფორმების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.