რებუსი სახელად მილან შკრინიარი
რებუსი სახელად მილან შკრინიარი.
მილან შკრინიარის გამო ზამთრის სატრანსფერო ბაზარი ცხელი იქენბა. სლოვაკი მცველისთვის ინტერი ყოველთვის პრიორიტეტად რჩება, მაგრამ ეს შეიძლება სულაც არ იყოს საკმარისი მისი მილანში დარჩენისთვის.
როგორც უკვე ვრცლად ითქვა, სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე დაგეგმილია შეხვედრა ნერაძურის კლუბსა და მცველის გარემოცვას შორის, რათა კონკრეტულად დაიწყოს მოლაპარაკება განახლების შესახებ. ინტერის საწყისი შეთავაზება იქნება 5,5 მილიონი ფიქსირებული, პლუს 1 ბონუსი.
ისეთი შეგრძნებაა, რომ ეს წინადადება ვერ დააკმაყოფილებს შკრინიარს, თუ გავითვალისწინებთ პსჟ-ს. პარიზელები, ფაქტობრივად, არ ნებდებიან, გალტიე აგრძელებს 37 ნომრის მოსვლის პრეტენზიას და მზადაა გააფორმოს კონტრაქტი 7,5 მილიონის ოდენობით, პლუს 1,5 პრემია სეზონში და შესაძლოა, უფრო მეტიც.
იანვარში 30 მლნ“ინტერისთვის” მზადაა. იმ მომენტში, თუ განახლება ჯერ არ არის გაფორმებული, ჟანგმა და მაროტამ უნდა გადაწყვიტონ, შეინარჩუნონ თუ არა შკრინიარი სეზონის ბოლომდე, თუ გაყიდონ იგი კაპიტალის მოგების მისაღებად და შესაფერისი შემცვლელის პოვნის მიზნით.
ინტერს ნოემბრისთვის მოუწევს სცადოს სლოვაკის ჩაკეტვა და ამისთვის უნდა გაზარდოს შეთავაზება, ანუ 6,5 მილიონამდე პლუს 1 ბონუსი. ეს თამაში ძალიან ღიაა და დასასრული არც ისე აშკარაა…