პსჟ მზადაა შკრინიარის გარიგებაში ერთ-ერთი მოთამაშე ჩართოს

Digiqole Ad

პსჟ მზადაა შკრინიარის გარიგებაში ერთ-ერთი მოთამაშე ჩართოს.

პსჟ მზადაა, ახალი შემოთავაზება გაუკეთოს ინტერს მცველ მილან შკრინიარისთვის.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს თავდაპირველი შეთავაზება, რომელიც 50 მილიონ ევროს შეადგენდა, მილანურმა კლუბმა უარყო. როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავის ვებგვერდზე იტყობინება, პარიზელები არ აპირებენ მეტი თანხის შეთავაზებას, მაგრამ მზად არიან დაუმატონ მათ ერთ-ერთი მოთამაშე – მცველი ტილო კერერი ან ნახევარმცველი ჯულიან დრაქსლერი.

“ინტერმა” ადრე განაცხადა, რომ ისინი მზად არიან გაათავისუფლონ შკრინიარი მინიმუმ 80 მილიონ ევროდ.

შკრინიარს მილანელებთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. გასულ სეზონში მილანმა “ინტერის” შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და 4 გოლი გაიტანა.