პსჟ მზადაა 80 მილიონი ევრო გადაიხადოს ინტერის მცველ შკრინიარში
პსჟ მზადაა 80 მილიონი ევრო გადაიხადოს ინტერის მცველ შკრინიარში.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ინტერის მცველი მილან სკრინიარი პარი სენ-ჟერმენის სატრანსფერო მიზნების სიას ლიდერობს.
მილანურმა კლუბმა მცველზე პირველი შეთავაზება მიიღო და მაშინვე უარყო. პსჟ-მ 27 წლის ფეხბურთელისთვის 60 მილიონი ევრო შესთავაზა.
თუმცა პარიზული კლუბი მზადაა შემოთავაზება 80 მილიონამდე გაზარდოს. მაგრამ ჩელსიმ, რომელმაც ორი ცენტრალური მცველი ანტონიო რიუდიგერი და ანდრეას კრისტენსენი დაკარგა, შესაძლოა მოთამაშისთვის ბრძოლაში ჩაერთოს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერი შკრინიარს ახალ კონტრაქტს 2026 წლამდე სთავაზობს. ამ შემთხვევაში ფეხბურთელის ხელფასი პრემიების გარეშე სეზონში 4,5 მილიონი ევრო იქნება.
2021/22 წლების სეზონში სლოვაკმა გუნდში 48 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მცველის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2023 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.