პსჟ მალე ახალ შეთავაზებას გაუკეთებს ინტერს

 პსჟ მალე ახალ შეთავაზებას გაუკეთებს ინტერს
Digiqole Ad

პსჟ მალე ახალ შეთავაზებას გაუკეთებს ინტერს.

პარი სენ-ჟერმენი კვლავ იმედოვნებს, რომ დაასრულებს ინტერის ცენტრალური მცველის, მილან შკრინიარის ტრანსფერს.

მოლაპარაკებები კლუბებს შორის ზაფხულის დასაწყისიდან მიმდინარეობს, მაგრამ პარიზელები ამ დრომდე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ნერაძურებთან სატრანსფერო ღირებულებაზე.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პსჟ შკრინიარზე ახალ შეთავაზებას უახლოეს მომავალში გააკეთებს და მილანურ კლუბში უკვე ცნობილია ფრანგული გიგანტის განზრახვა.

ინტერმა შკრინიარისთვის დაახლოებით 70 მილიონი ევრო ითხოვა, რაც პსჟ-ს არ აწყობდა, ვინაიდან 27 წლის სლოვაკს მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება. Transfermarkt ცენტრალურ მცველს 65 მილიონ ევროდ აფასებს.