პსჟ ინტერის დაცვის ლიდერის შეძენას ცდილობს
პსჟ ინტერის დაცვის ლიდერის შეძენას ცდილობს.
ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, ინტერმა უარყო პარი სენ-ჟერმენის პირველი შეთავაზება მცველ მილან შკრინიარზე.
წყაროს ცნობით, ფრანგულმა კლუბმა იტალიის დაცვის ლიდერისთვის 50 მილიონი ევრო შესთავაზა. ეს თანხა “ინტერის” ხელმძღვანელობას არ აკმაყოფილებს. “ნერაძურის” ხელმძღვანელებს ფეხბურთელის ტრანსფერში არანაკლებ 80 მილიონი ევროს მიღება სურთ. ფრანგები მზად არის შესთავაზოს ინტერს არაუმეტეს 60 მილიონი ევროსა.
ფეხბურთელისთვის კონტრაქტი მზად არის 2026 წლამდე, წელიწადში 7,5 მილიონი ევროს ანაზღაურებით.
შკრინიარი ინტერში 2017 წლიდან თამაშობს. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლამდეა ძალაში.
გასულ სეზონში 27 წლის სლოვაკმა მილანურ კლუბში ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. საიტი Transfermarkt მას 65 მილიონ ევროდ აფასებს.