პსჟ შკრინიარს თავს არ ანებებს

 პსჟ შკრინიარს თავს არ ანებებს
სმარტუნიონი

პსჟ შკრინიარს თავს არ ანებებს.

პარი სენ-ჟერმენს მილან შკრინიარი სატრანსფერო მიზნების სიიდან ჯერ არ ამოუღია.

ინტერის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ კლუბი მთავარ ცენტრალურ მცველს არ გაყიდის. იტალიური მედიის ცნობით, ზაფხულის ბოლომდე სლოვაკი ნერაძურებთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

მიუხედავად ყველაფრისა, L’EQUIPE-ის ცნობით, შკრინიარი პსჟ-ს სამიზნედ რჩება. კლუბს აქვს შეთანხმება ფეხბურთელთან და მის აგენტთან, მაგრამ ინტერთან მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა არ მიმდინარეობს.

მილან შკრინიარსა და ინტერს შორის არსებული ხელშეკრულება მომავალ წლამდეა ძალაში. გავრცელებული ხმების თანახმად, ინტერმა ცენტრალური მცველისთვის დაახლოებით 70 მილიონი ევრო მოითხოვა.

ბოლოს დამატებული პოსტები