პსჟ-ს შკრინიარისთვის 70 მილიონი ევროს გადახდა არ სურს
პსჟ-შსკრინიარისთვის 70 მილიონი ევროს გადახდა არ სურს.
Get French Football News-ის ცნობით, 27 წლის მცველის პსჟ-ში გადასვლის შანსები უკიდურესად მცირეა. ინტერი მზად არ არის დათმობაზე წავიდეს და ფეხბურთელი 70 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად გაყიდოს. პარიზის კლუბს ეს ვარიანტი არ მოსწონს, რადგან შკრინიარს შრომითი კონტრაქტი ნერაძურებთან 2023 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერი სავარაუდოდ ახალ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერს ხელს თავის მცველთან.
გასულ სეზონში შკრინიარმა ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.