პსჟ შეეცდება შეიძინოს სერია A-ს ვარსკვლავი, თუ ინტერი ბევრს არ მოითხოვს

 პსჟ შეეცდება შეიძინოს სერია A-ს ვარსკვლავი, თუ ინტერი ბევრს არ მოითხოვს
სმარტუნიონი

პსჟ შეეცდება შეიძინოს სერია A-ს ვარსკვლავი, თუ ინტერი ბევრს არ მოითხოვს.

ინტერის ცენტრალურმა მცველმა მილან შკრინიარმა შესაძლოა კარიერის პსჟ-ში გააგრძელოს.

ფაბრიციო რომანოს თქმით, პარიზულმა გრანდმა 27 წლის სლოვაკი საზაფხულო სატრანსფერო სამიზნედ დაასახელა, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავს ინტერისთვის.

წყაროს ცნობით, გარიგების ბედი დამოკიდებული იქნება ნერაძურის სატრანსფერო მოთხოვნაზე. მილანური კლუბი ფეხბურთელს ძალიან აფასებს.

მილან შკრინიარს “ინტერთან” კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება, რაც სატრანსფერო ბაზარზე მის პიროვნებას მიმართ დამატებით ყურადღებას მიიპყრობს.

თუმცა, თავად ფეხბურთელს გუნდიდან წასვლის სურვილი არ გამოუთქვამს და ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს.

2021/22 წლების სეზონში მცველი მოედანზე ყველა შეჯიბრში 48 მატჩში გამოვიდა და 4 გოლი გაიტანა.

ბოლოს დამატებული პოსტები