პინამონტით ბევრი კლუბია დაინტერესებული

იტალიის ჩემპიონი ახალგაზრდა თავდამსხმელის გაყიდვას გეგმავს, რომელიც მიმდინარე სეზონში ემპოლის მაისურით კარგ ფორმას აჩვენებს.
FcInterNews-ის ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ინტერი პინამონტისთვის მინიმუმ 20 მილიონი ევროს შეთავაზებას ელოდება. 23 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ახალ ფერებში 9-ჯერ გაიტანა და დიდი ალბათობით ორნიშნა გოლის ნიშნულსაც მალე მიაღწევს.
ამ მიზეზით, მისი შეძენით ბევრი კლუბია დაინტერესებული. იტალიელის მიმართ ინტერესს იჩენენ ისეთი კლუბები, როგორიცაა ფიორენტინა და ტორინო, რომელიც სავარაუდოდ ანდრეა ბელოტის მალე დაემშვიდობა.
FCIN-ის ჟურნალისტების თქმით, პინამონტი შესაძლოა ტურინული კლუბიდან გლეისონ ბრემერის გარიგებაში მოხვდეს. უფრო მეტიც, იტალიელი თავდამსხმელით ინტერესდებიან ისეთი კლუბები, როგორიცაა ფრანგული ნიცა, ასევე ესპანური ბეტისი და ვალენსია.