პერიშიჩი და ინტერი ახალ კონტრაქტს თვის ბოლოს განიხილავენ

 პერიშიჩი და ინტერი ახალ კონტრაქტს თვის ბოლოს განიხილავენ
Digiqole Ad

მილანის ინტერის ნახევარმცველი ივან პერიშიჩი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მალე განიხილავს.

ნერაძურის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ არაერთხელ გამოთქვა სურვილი გააგრძელოს მუშაობა გამოცდილ ხორვატთან.

თავად ფეხბურთელი კლუბისგან ხელფასის გაზრდას ითხოვდა და ბუნდესლიგაში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ახლა, Calciomercato-ს ცნობით, სიტუაცია შეიცვალა.

წყაროს ცნობით, მილანური კლუბის ხელმძღვანელობის შეხვედრა ფეხბურთელის წარმომადგენლებთან თვის ბოლოს არის დაგეგმილი. ინტერს შეუძლია შესთავაზოს პერიშიჩს ორწლიანი კონტრაქტი წელიწადში 4 მილიონი ევროს ოდენობით. როგორც ამბობენ, შეთანხმება ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელია.

მიმდინარე სეზონში ივან პერიშიჩმა ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

პერიშიჩი ინტერში 2015 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში 33 წლის ხორვატმა 244 მატჩი ჩაატარა და 50 გოლი გაიტანა.