პაულო დიბალა არჩევანს ინტერსა და ატლეტიკოს შორის გააკეთებს


პაულო დიბალა არჩევანს ინტერსა და ატლეტიკოს შორის გააკეთებს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თავდამსხმელმა, რომელმაც იუვენტუსი კონტრაქტის ამოწურვის გამო დატოვა, უკვე უარი თქვა ნიუკასლზე, დორტმუნდის ბორუსიასა და სევილიაზე, რადგან მას მხოლოდ ინტერში უნდა თამაში.
მაგრამ დი მარციოს თქმით, მოლაპარაკებებში შევიდა მადრიდის ატლეტიკო, რომელიც მზადაა არგენტინელს კვირაში 250 ათას ფუნტზე მეტი გადაუხადოს.
კიდევ ერთი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო, ირწმუნება, რომ ინტერში გადასვლის შანსი ჯერ კიდევ არის, პირველი შეხვედრა შედგა და ამ კვირაში მილანელები ფეხბურთელის აგენტებს გაუმჯობესებულ შეთავაზებას წარუდგენენ – პაულომ ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ მას სურს “ნერაძურიში” გადასვლა.