ინტერმა დიბალას ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა

 ინტერმა დიბალას ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა
სმარტუნიონი

ინტერმა დიბალას ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა წელიწადში 6 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

გუშინ, 8 ივნისს, პირველი ოფიციალური შეხვედრა ინტერის წარმომადგენლებსა და იუვენტუსის ყოფილი თავდამსხმელის პაოლო დიბალას აგენტს შორის შედგა, იუწყება ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდი.

წყაროს ცნობით, მილანურმა კლუბმა 28 წლის არგენტინელს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა წელიწადში 6 მილიონი ევროს ოდენობის პრემიებით.

აღნიშნულია, რომ თავდამსხმელი ინტერს ყოველწლიურად 8 მილიონი ევროს და პრემიებს სთხოვს.

ამასთან, მოლაპარაკებები დადებითი იყო და მხარეები რამდენიმე დღეში კვლავ შეხვდებიან.

გასულ სეზონში დიბალამ იუვენტუსში 39 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბოლოს დამატებული პოსტები