ნიდერლანდების ჩემპიონატში ინტერი ორ მცველს აკვირდება

 ნიდერლანდების ჩემპიონატში ინტერი ორ მცველს აკვირდება

ინტერი

სმარტუნიონი

მილანის ინტერის აკვირდება ორ ცენტრალურ მცველს, რომლებიც თამაშობენ ნიდერლანდების ჩემპიონატში.

ინტერის დაცვის ცენტრში ამ ზაფხულს მნიშვნელოვანი განახლებაა დაანონსებული, რადგან კლუბი განიხილავს სტეფან დე ვრიის გაყიდვას და დიდი ხანია მის შემცვლელად ტორინოს მცველ ბრემერს მოიაზრებენ.

თუმცა, თუ ბრაზილიელთან შეთანხმება არ გამოდგება, ნერაძურები მზად არიან სხვა ვარიანტებს მიმართონ. Gazzetta-ს ცნობით, მილანელები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს 24 წლის მარკოს სენესის როტერდამის ფეინოორდიდან და 26 წლის ლისანდრო მარტინესს ამსტერდამის აიაქსიდან. ამ უკანასკნელით ბარსელონაც სერიოზულად ინტერესდება.

მარკოს სენსი
ლისანდრო მარტინესი

ბოლოს დამატებული პოსტები