ნგოლო კანტე საბოლოოდ გადადის ინტერში?

 ნგოლო კანტე საბოლოოდ გადადის ინტერში?
სმარტუნიონი

ჩელსის მფლობელის რომან აბრამოვიჩის პრობლემებმა შესაძლოა, ლურჯების ბევრ მოთამაშეს კლუბის დატოვებისკენ უბიძგოს.

ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე, სავარაუდოდ, ნ’გოლო კანტე იქნება. La Gazzetta, dello Sport- ის ცნობით , ინტერი კვლავ შეეცდება ფრანგის თავის რიგებში მოყვანას.

ფრანგის გაფორმება ინტერს წლების წინ სურდა, თუმცა ეს ტრანსფერი საბოლოოდ ფინანსური მიზეზების გამო ჩაიშალა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იტალიის მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელობამ ცალსახად მიატოვა იგი. ახლა, როდესაც შესაძლებლობა გამოჩნდება, ნერაძურის ხელმძღვანელებს ახალი მოლაპარაკებების დაწყება სურთ.

რაც ახლა ჩელსიში ხდება, შესაძლოა, თავად ფეხბურთელმა დაჟინებით მოითხოვოს წასვლა, რაც, რა თქმა უნდა, შეამცირებს მის ფასს. მაროტა აუცილებლად შეეცდება კანტეს იტალიაში ჩამოყვანას.

ბოლოს დამატებული პოსტები