მილან შკრინიარმა ინტერი დატოვა
მილან შკრინიარმა ინტერი დატოვა.
“ინტერის” მცველმა მილან შკრინიარმა გუნდი დატოვა, იტყობინება მილანელთა პრესსამსახური.
30 ივნისს 28 წლის სლოვაკს “ნერაძურთან” კონტრაქტი ამოეწურა. მან ადრე განაცხადა , რომ კარიერას პსჟ-ში გააგრძელებდა.
შკრინიარი “ინტერში” 2017 წლიდან თამაშობს. მილანურ კლუბში მან 246 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.