მაროტა: შკრინიარმა იცის თავისი ფასი

 მაროტა: შკრინიარმა იცის თავისი ფასი
Digiqole Ad

მაროტა: შკრინიარმა იცის თავისი ფასი.

ინტერის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მიდის მოლაპარაკებები მილან შკრინიართან.

ცენტრალური მცველის კონტრაქტის გახანგრძლივება იტალიურ ფეხბურთში შემოდგომის დასაწყისიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. სლოვაკს მოქმედი ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს ეწურება, რითაც პსჟ-ს სურს ისარგებლოს.

საქმე გვაქვს სამაგალითო პროფესიონალთან, რომელიც სიამოვნებით თამაშობს ინტერში. საკუთარი ღირსება იცის, ამიტომ ფინანსურ საკითხს ზრუნავს – ეს სწორი მიდგომაა. უახლოეს დღეებში მის აგენტს შევხვდებით მოლაპარაკების პროცესის გასაგრძელებლად, რომელიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

ჯუზეპე მაროტა