მაროტა: “შკრინჯარი არსად არ წავა”

 მაროტა: “შკრინჯარი არსად არ წავა”
სმარტუნიონი

მაროტა: “შკრინიარი არსად არ წავა”

“ინტერის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ მცველი მილან შკრინიარი “ნერაძურს” სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე არ დატოვებს. შეგახსენებთ, რომ სლოვაკით ადრე ჩელსი და პსჟ იყო დაინტერესებული.

მილან შკრინიარი არსად მიდის, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩვენთან დარჩება. მფლობელებმა გადაწყვიტეს, არ მიეღოთ პსჟ-ს შეთავაზება. შემიძლია დავადასტურო, რომ ის ჩვენი მთავარი მოთამაშეა და კლუბში დარჩება.

ჯუზეპე მაროტა

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერს სურდა 27 წლის შკრინიარი 70 მილიონი ევროთი გაეყიდა. პსჟ კი არ დათანხმდა ასეთი თანხის გადახდას.

ბოლოს დამატებული პოსტები