“მანჩესტერ სიტი” ინტერს შკრინიარისთვის ზინჩენკოს და 30 მილიონ ევროს სთავაზობს

 “მანჩესტერ სიტი” ინტერს შკრინიარისთვის ზინჩენკოს და  30 მილიონ ევროს სთავაზობს
სმარტუნიონი

მანჩესტერ სიტი ინტერს შკრინიარისთვის ზინჩენკოს და 30 მილიონ ევროს სთავაზობს.

Inter Live-ის ცნობით, ინგლისელები მილან შკრინიარის მომსახურებით არიან დაინტერესებულნი, მაგრამ მისი სატრანსფერო ღირებულება (70-80 მილიონი ევრო) მანჩესტერში შეიხებსაც კი აშინებს.

ფასის შესამცირებლად, სიტი მზად არის შესთავაზოს მილანურ კლუბს 27 წლის სლოვაკი მცველის სანაცვლოდ, ალექსანდრე ზინჩენკოს და პლუს 30 მილიონი ევრო.

შკრინიარმა გასულ სეზონში ინტერში 48 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და 4 გოლი გაიტანა. მას “ნერაძურთან” კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება.

გასულ სეზონში 25 წლის ზინჩენკოს ანგარიშზე 28 მატჩი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. უკრაინელის კონტრაქტი “სიტისთან” 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ბოლოს დამატებული პოსტები