მადრიდის “რეალი” ყურადღებით აკვირდება “ინტერის” მცველის მდგომარეობას
მადრიდის “რეალი” ყურადღებით აკვირდება “ინტერის” მცველის მდგომარეობას.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს ინტერის მცველ მილან შკრინიარს პრესა პსჟ-ს აქტიურად უკავშირებდა. რაღაც მომენტში ჩანდა, რომ გარიგება დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ სლოვაკი იტალიურ გრანდში დარჩა.
მილან შკრინიარის შეძენა მადრიდის რეალსაც სურს. როგორც Mundo Deportivo-სთვის გახდა ცნობილი, კარლო ანჩელოტი ძალიან აფასებს სლოვაკს, ამიტომ მადრიდული კლუბი ყურადღებით აკვირდება ფეხბურთელის მდგომარეობას.
27 წლის მილან შკრინიარს “ინტერთან” მოქმედი კონტრაქტი 2022/2023 წლების სეზონის ბოლოს ეწურება. ნერაძურები სლოვაკთან ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმებას ელიან.