ლუკაკუ ინტერს სთხოვს მის დაბრუნებას გუნდში
Tuttosport-ის ცნობით, ჩელსის თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ ინტერის დირექტორებს კლუბში დაბრუნება სთხოვა და მზადაა ხელფასები შეუმციროს, რათა კვლავ ატაროს ნერაძურის მაისური.
ბელგიელმა თავდამსხმელმა გასულ ზაფხულს ჩელსიში დაბრუნება მოითხოვა და 113 მილიონ ევროდ გადავიდა სტემფორდ ბრიჯზე. თუმცა, ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც 28 წლის ელოდა. მან “ლურჯების” შემადგენლობაში 34 მატჩში მხოლოდ 12 გოლი გაიტანა.
გაზეთი Tuttosport-ის ცნობით, ლუკაკუ კონტაქტზეა ინტერის დირექტორებთან პიერო აუსილიოსთან და ბეპე მაროტასთან და სთხოვს მათ კლუბში დაბრუნებას.
ლუკაკუ კარგ ურთიერთობაში არ არის ჩელსის მენეჯერთან თომას ტუხელთან, მაგრამ მაშინაც კი, თუ გერმანელი მწვრთნელი ზაფხულში დატოვებსგუნდს, პოტენციური ახალი მფლობელი არ გაყიდის ლუკაკუს შეღავათიან ფასად, მას შემდეგ რაც ის 113 მილიონი ევროდ გადავიდა სულ რაღაც ერთი წლის წინ ინტერიდან ჩელსიში. ეს ნიშნავს, რომ თავდამსხმელი ინტერში მხოლოდ იჯარით თუ დაბრუნდება.