ლივერპული შკრინიარისთვის ბრძოლაში ერთვება

 ლივერპული შკრინიარისთვის ბრძოლაში ერთვება
Digiqole Ad

ლივერპული შკრინიარისთვის ბრძოლაში ერთვება.

ინტერის მცველის, მილან შკრინიარის მომავალი გაურკვეველი რჩება. მილანურ კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივების გზით 27 წლის სლოვაკის რიგებში შენარჩუნება სურს. ფეხბურთელს მოქმედი შრომითი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

Inter Live-ის ცნობით, ლივერპული მილან შკრინიარისთვის ბრძოლაში ერთვება. მერსისაიდურ კლუბს სლოვაკის შეძენა ზამთარში სურს, ვირჯილ ვან დეიკის ტრავმის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.

თუ მილან შკრინიარი არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს, მაშინ გონივრული იქნება, რომ ინტერმა ფეხბურთელი იანვარში გაყიდოს.

ჭორები ასევე უკავშირებენ მილან შკრინიარს პსჟ-ს და ტოტენჰემს. Portal transfermarkt-ის ექსპერტები ფეხბურთელს 60 მილიონ ევროდ აფასებენ.