ლილიან ტურამის შვილით მილანის ინტერია დაინტერესებული


შეფრენ ტურამი, რომელიც ლილიან ტურამის შვილია, მომავალ ზაფხულს შესაძლოა ნიცადან მილანის ინტერში გადავიდეს.
Calciomercato-ს ცნობით, ინტერი აქტიურად ეძებს მარსელო ბროზოვიჩის შემცვლელს და შეფრენი ამ პოზიციაზეზე საუკეთესო კანდიდატია.
21 წლის ტურამმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.