ლაციო ინტერის ნახევარმცველ ვესინოს 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს

 ლაციო ინტერის ნახევარმცველ ვესინოს 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს
სმარტუნიონი

რომაული “ლაციოს” ხელმძღვანელებს კონტრაქტის გაფორმება სურთ მილანის “ინტერის” ურუგვაელ ნახევარმცველ მატიას ვესინოსთან.

ინსაიდერისა და ჟურნალისტის ნიკოლო შირას თქმით, რომაული გუნდი მზადაა ზაფხულში 30 წლის ურუგვაელ ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ ვეჩინოს მოქმედი კონტრაქტი მილანის “ინტერთან” ამ სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში მატიას ვესინომ “ინტერის” შემადგენლობაში იტალიის ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ურუგვაელი მილანურ კლუბში 2017 წლიდან თამაშობს.

ბოლოს დამატებული პოსტები