კონტე ინტერში ბრუნდება?
ამ სეზონის დაწყებამდე ანტონიო კონტემ მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა ინტერი და წასულიყო ტოტენჰემში. ნერაძურის ხელმძღვანელობამ მისი სიმონე ინძაგით შეცვლა გადაწყვიტა.
ახლა, La Gazzetta dello Sport– ის ცნობით , გასული სეზონის სკუდეტოს მფლობელი შესაძლოა ინტერში კვლავ დაბრუნდეს.
აღნიშნული სიტუაცია სეზონის დასრულების შემდეგ დადგება. სიმონე იძნაგას პოზიცია, მილანელი ჟურნალისტების აზრით, ბოლო შედეგების გამო ძაფზეა ჩამოკიდებული.
მიმდინარე სეზონის ბოლო დამოკიდებულია მის მომავალ მუშაობაზე იტალიის მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში. თუ ის არ დააკმაყოფილებს ინტერის ხელმძღვანელობას, ლაციოს ყოფილ მწვრთნელს გაათავისუფლებენ.
კონტეს შეუძლია მისი ადგილის დაკავება. 52 წლის მწვრთნელსს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება, მაგრამ განშორება შესაძლოა ამ ზაფხულს მოხდეს კლუბის ფართოდ გააზრებული განვითარების განსხვავებული ხედვის გამო.
კულისებში ამბობენ, რომ იტალიელს სერია A-ში დაბრუნება სურს და ამ დროისთვის, ინტერის გარდა, არ არსებობს გუნდი, რომელშიც კონტე დაბრუნდება. ამ დროისთვის ეს პრესის ვარაუდებია. ახდება თუ არა ისინი რეალობაში, ამას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გავიგებთ.