ინტერს ბენფიკასთან მატჩში ორი ცენტრალური მცველი ვერ დაეხმარება

 ინტერს ბენფიკასთან მატჩში ორი ცენტრალური მცველი ვერ დაეხმარება
Digiqole Ad

ინტერს ბენფიკასთან მატჩში ორი ცენტრალური მცველი ვერ დაეხმარება.

მილანის ინტერი იძულებული იქნება ორი ძირითადი ცენტრალური მცველის გარეშე ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი ბენფიკასთან.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ინტერმა სტუმრად 2:0 მოიგო.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, საპასუხო თამაშში ინტერს ვერ დაეხმარება სტეფან დევრი, რომელიც სერია A-ს ბოლო ტურში მონცასთან მატჩში დაშავდა. კიდევ ერთ ცენტრალური მცველი რომელიც ინძაგის გუნდს ვერ დაეხმარება არის მილან შკრინიარი.

შეგახსენებთ, რომ “ინტერს” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსი პირველად 2010 წლის შემდეგ აქვს.