ინტერმა შკრინიართან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება დაიწყო

სმარტუნიონი

ინტერმა შკრინიართან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება დაიწყო.

ინტერს მცველ მილან შკრინიართან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. მხარეებმა მოლაპარაკების პროცესი უკვე დაიწყეს.

FcInterNews-ის ცნობით, თუ სლოვაკ ფეხბურთელსა და ნერაძურის შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, იტალიური გრანდი მის გაყიდვას ზამთარში ეცდება.

2021/22 სეზონში შკრინიარმა ინტერში 48 მატჩში 4 გოლი გაიტანა. პორტალი Transfermarkt.com ფეხბურთელს 65 მილიონ ევროდ აფასებს.

მცველის მოქმედი კონტრაქტი ინტერთან 2023 წლამდეა ძალაში.

ბოლოს დამატებული პოსტები