ინტერმა შკრინიარი ტრანსფერიდან მოხსნა
ინტერმა შკრინიარი ტრანსფერიდან მოხსნა.
ამ სატრანსფერო ფანჯარაში ინტერმა მცველის მილან შკრინიარის გაყიდვაზე უარი თქვა. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სლოვაკი უკვე ამოღებულია გასაყიდი სიიდან.
შეგახსენებთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ფრანგული პსჟ-ს მის შეძენას ცდილობდა, მაგრამ პარიზის კლუბმა საბოლოოდ უარი თქვა ფეხბურთელისთვის საჭირო 70 მილიონი ევროს გადახდაზე. ლონდონის ჩელსიმ ასევე მოითხოვა მილანი.
ინტერისთვის მნიშვნელოვანი იყო შკრინიარის გაყიდვა ფინანსური ვალების დასაფარად. თუმცა “ნერაძურის” მთავარ მწვრთნელს, სიმონე ინძაგის ძალიან სურს გუნდში გამოცდილი სლოვაკი შეინარჩუნოს.
შკრინიარის გარდა, “ინტერი” ასევე ადრე არ იყო წინააღმდეგი დენზელ დუმფრისის გაყიდვას, რომელიც 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ასევე მისი შენარჩუნებაც მოითხოვა ინძაგიმ.
ცენტრალურ მცველს მილანელებთან მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება.