ინტერმა შესაძლოა ბრემერის ტრანსფერი უახლოეს მომავალში დახუროს
ტორინოს ცენტრალური მცველი გლეისონ ბრემერი შესაძლოა მალე ინტერს ფეხბურთელი გახდეს.
25 წლის ბრაზილიელი რჩება ნერაძურების მთავარ სამიზნედ დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად. ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, ინტერის წარმომადგენლები ბრემერის აგენტს ორჯერ შეხვდნენ და ფეხბურთელს წელიწადში 2,5 მილიონი ევროს ანაზღაურება შესთავაზეს.
უახლოეს კვირებში, “ინტერი” შეეცდება დაასრულოს მოლაპარაკებები “ტორინოსთან” ტრანსფერის პირობებზე. ცნობილია, რომ ტურინელები თავიანთ ცენტრალურ მცველს 25-30 მილიონ ევროდ აფასებენ.
მიმდინარე სეზონში ბრემერმა სერია A-ში 28 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.