ინტერმა პსჟ-ს შკრინიარის ფასი შეუთვალა

 ინტერმა პსჟ-ს შკრინიარის ფასი შეუთვალა
სმარტუნიონი

ინტერმა პსჟ-ს შკრინიარის ფასი შეუთვალა.

Le Parisien-ის ცნობით, პსჟ-სა და მილანის ინტერს შორის მოლაპარაკებები სლოვაკი მცველის მილან შკრინიარის ტრანსფერზე გრძელდება.

როგორც ფრანგი ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, იტალიური მხარე მზადაა 27 წლის ფეხბურთელთან განშორება, თუ მის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს მიიღებსს. თავის მხრივ, პსჟ არ გეგმავს ასეთი თანხის დახარჯვას შკრინიარის ტრანსფერზე. პარიზში მზად არიან გარიგებისთვის არაუმეტეს 60 მილიონი გამოყოს.

აღსანიშნავია, რომ მცველს “ნერაძურებთან” მოქმედი ხელშეკრულება მომავალ წელს ეწურება.

სლოვაკი ინტერში 2017 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან სერია A-ს 35 მატჩში სამი გოლი გაიტანა.

ბოლოს დამატებული პოსტები