“ინტერმა” პავარდის ყიდვა იანვარში სცადა, მაგრამ ბაიერნმა უარი თქვა

 “ინტერმა” პავარდის ყიდვა იანვარში სცადა, მაგრამ ბაიერნმა უარი თქვა
Digiqole Ad

“ინტერმა” პავარდის ყიდვა იანვარში სცადა, მაგრამ ბაიერნმა უარი თქვა.

CalcioMercato-ს ცნობით, ინტერმა იანვარში სცადა ბაიერნის მცველის, ბენჟამინ პავარდის შეძენა .

ნერაძურის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა მილან შკრინიარის და დენზელ დუმფრისის გუნდიდან შესაძლო წასვლა ამ ზაფხულს, ამიტომაც გადაწყვეტილი ჰქონდათ ზამთარში ფრანგის შეძენა. თუმცა, ბაიერნმა 26 წლის ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი თქვა. ეს ინფორმაცია კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა.

პავარდის კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან ძალაშია 2024 წლის ივნისის ბოლომდე. 2022/23 სეზონში პავარდმა ბაიერნის შემადგენლობაში 25 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

პორტალი Transfermarkt.com ფეხბურთელის ღირებულებას 35 მილიონ ევროდ აფასებს.