ინტერმა ჰანდანოვიჩსა და პერიშიჩს კონტრაქტების განახლება გადადო
“ინტერი” აპირებს გადადოს გადაწყვეტილება ახალი კონტრაქტების შეთავაზებაზე სამირ ჰანდანოვიჩისა და ივან პერიშიჩისთვის, რადგან ხელმძღვანელობა კლუბის ინტერესებს ითვალისწინებს.
La Gazzetta dello Sport- ის ცნობით , ნერაძური გუნდის ასაკიან მოთამაშეებთან კონტრაქტების გახანგრძლივებას არ ჩქარობს.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარეს შორის კონტრაქტზე გაგრძელების სურვილი არსებობს, ინტერი თავს არიდებს გადაწყვეტილების მიღებას და განიხილავს ყველა ვარიანტს ახალ გარიგების შეთავაზებამდე.
ორივე მოთამაშეს ზაფხულში ეწურება კონტრაქტი და თუ შეთანხმება არ იქნა მიღწეული, ისინი დატოვებენ კლუბს.
აიაქსიდან ანდრე ონანას ტრანსფერმამ ჰანდანოვიჩის განახლება ნაკლებად მნიშვნელოვანი გახადა, კამერუნელი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, ნომერ 1 მეკარე გახდება.
იგივე ვარიანტია მარცხენა მხარეს სადაც ინტერმა უკვე გაიფორმა რობინ გოსენსი. ყველაფერი გერმანელის ფორმაზეა დამოკიდბული. ნერაძურიში გოსენს განიხილავენ როგორც ძირითადის მოთამაშეს.